Play Video

კომპანიის შესახებ

კომპანია დაარსდა 2014წელს, კახეთის რეგიონში. ისტორიულად ამ ადგილს „ნაზვრევს“ ეძახდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს რომ აქაურობა მევენახეობით იყო განთქმული.

კომპანია სწორედ ამიტომ ამ ტერიტორიაზე, სოფელ ნინოწმინდაში მდინარე იორის პირას გააშენა ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშები, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი და ბუერა. ვენახი გაშენებულია ზღვის დონიდან 700მ სიმაღლეზე და ის 2019წლიდან ფლობს ბიო ვენახის სტატუსს.

ვენახის მიმდებარედ მდებარეობს მარანი, სადაც ბიო ვენახში მოწეული მოსავლის გადამუშავება ქართული ტრადიციული კახური მეთოდით ხდება, რაც გულისხმობს ყურძნის დაწურვას დადუღებას და დავარგებას ქვევრში. მარნისა და ვენახის სიახლოვე უზრუნველყოფს ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას

მარანი აღჭურვილია ყველა სათანადო დანადგარით და მასაც ვენახისა აქვს ბიო სტატუსი, ამან საშუალება მისცა საწაროს ღვინო ჩამოესხა ბოთლებში, მარნის წარმოება საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ 5 სახეობის ბიოორგანული ღვინო, საერთო მოცულობით 15000 ბოთლი დამაღალი ხარისხის ჭაჭა და სხვა დისტილატები

Close
Close
Sign in
Close
Cart (0)
No products in the cart.


Language